Saturday, July 27, 2013

მათემატიკის კაბინეტის მოწყობა.

პროექტის სახელწოდება: მათემატიკის კაბინეტის  მოწყობა.
პროექტის მთავარი იდეა:  კეთილმოწყობილი  კაბინეტის შექმნა
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს შეექმნებათ უკეთესი საგაკვეთილო განწყობა
პროექტის მიზნები: უკეთესი გაკვეთილების  ჩატარება ტექნიკის დახმარებით
მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები:შეიქმნება მოსწავლეთა დახმარებით თვალსაჩინოებები, მათემატიკური მოდელები.
პროექტისათვის საჭირო  ძირითადი  რესურსები:ქაღალდი,წებო,ფლომასტერები,ხის მასალა.

პროექტის მსვლელობა:  სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს  ვუკეთებ ორბანიზებას,ვაცნობ პრობლემას, ვუხსნი პროექტის მიზანს,რომ თვალსაჩინოებებისა და მოდელების დახმარებით მათი გაკვეთილები იქნება უფრო მიმზიდველი და საინტერესო. მეორე დღიდან  გაკვეთილების შემდეგ ვიკრიბებით და ვიწყებთ მუშაობას ერთი საათის განმავლობაში. მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად კლასების მიხედვით, რადგან მათთვის უფრო ადვილი იქნება მიცემული დავალების შესრულება:ქაღალდის დიდ ფორმატებზე ფლომასტერებით დაწერონ თავიანთი კლასის შესატყვისი ფორმულები(გადმოწერა ხდება შესაბამისი კლასის  მათემატიკის წიგნიდან). მოსალოდნელია სხვადასხვა ჯგუფს დასჭირდეთ  სხვადასხვა  დრო.  ამ სამუშაოს  დამთავრების შემდეგ მოსწავლეები გადადიან გრაფიკების აგებაზე. ამ სამუშაოს შემდეგ ვიწყებთ მათემატიკური  მოდელების შექმნას სხვადასხვა კლასის შესატყვისად. სამუშაოს მთლიანად დამთავრების შემდეგ, მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით კაბინეტის  კედლებზე ათავსებენ თავიანთ ნამუშევრებს. მასწავლებელი წახალისების მიზნით ქულებით აფასებს ჯგუფებს.                                                                                                                                                                                                                                        

No comments:

Post a Comment